ზიპლაინი ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული ატრაქცია ვიზიტორებს საშუალებას მისცემს ეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ. ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო. იდეის ავტორთა განცხადებით, ახალი სათავგადასავლო ატრაქციის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე – უცხოელი ვიზიტორების ნაკადს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ფუნქციონირებს სახელმწიფო ტურისტული კომპანია „ენგური ატრაქცია“, რომლის მთავარ მიზანს ენგურჰესის უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისება და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის ტურისტული მარშრუტების შეთავაზება წარმოადგენს. კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, ტერიტორიაზე ეტაპობრივად შეიქმნა ახალი ტურისტული და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. მათ შორის აღსანიშნავია დემოლოგიის სივრცე, კლდის ხელოვნების გალერეა, ქეთი მელქაძის თანამედროვე მხატვრობის გალერეა და თანამედროვე კინოსივრცე. 2022 წლიდან დღემდე ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 260 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.