ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია იმართება თბილისში. ღონისძიებაზე ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობენ. თემა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევებიც არის. აღინიშნა, რომ ეს ნივთიერებები მარტივად ხელმისაწვდომია და პრობლემას უფრო ართულებს.

კონფერენცია 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 150-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი და სტუდენტი იღებს მონაწილეობას.