ზეთისხილის ბაღის გაშენება სამების ტაძრის ტერიტორიაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე, ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით  გაიმართა. სამების ტაძრის ეზოში, ჯამში, ზეთისხილის 150 ნერგი დარგეს. დავით სონღულაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მონაწილეობა. მინისტრმა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე, ტაძრის ეზოში მდებარე დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი დაათვალიერა და კოლეჯის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.