ზეთისხილის ბაღების პროექტი სიღნაღის რაიონში

სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო.

ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და სახელმწიფო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

2020 წლის განმავლობაში საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს სხდომას თბილისი უმასპინძლებს.