ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.

ახალი გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებდა, ფაქტობრივად გაუქმებული იყო.

დღეიდან, ადგილობრივები რეაბილიტირებული გზით შეძლებენ სარგებლობას.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 6 მილიონი ლარით დააფინანსა.