ზესტაფონის თეატრის რეაბილიტაცია
ზესტაფონის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას კულტურის მინისტრი გაეცნო. მინისტრს სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა გააცნო. რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.