ზესტაფონის თეატრის კვირეული თბილისში
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლები თბილისში.
დღეიდან 14 მარტის ჩათვლით, რეგიონული თეატრის დასი თბილისელ მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას გააცნობს. ჯამში წარმოდგენილი იქნება ხუთი სპექტაკლი. ზესტაფონის სახელმწიფო თეატრის მასპინძელი, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლია. „შემოქმედებითი კვიერული თბილისში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც რეგიონული თეატრების პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.