ზესტაფონის მერობის კანდიდატები

ზესტაფონში საარჩევნო მარათონი ფინალურ ეტაპზეა. კონკურენცია მაღალია. ქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არჩევანი მოსახლეობამ 19 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გააკეთოს.

კონკურენტების წინასაარჩევნო გზავნილები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა კანდიდატების უმრავლესობა თანხმდება, რომ მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემა გადაწყვეტილებების მიღების ნელი ტემპი და ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურებაა.

„მოამბე“ დაინტერესდა, ვინ რა გეგმით აპირებს ზესტაფონში არსებული რეალობის შეცვლას.