ზელიმხან ხანგოშვილს დღეს დუისში დაკრძალავენ

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილს პანკისში,  სოფ. დუისში დღეს დაკრძალავენ. ხეობის მოსახლეობა ოჯახში სამძიმარზე დილიდან მიდის. ცხედარი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით ჩამოასვენეს. ოჯახის ახლო ნათესავი, ნონა ხანგოშვილი, ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამორიცხავს. ის მომხდარს რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტთან დაახლოვებული საველე მეთაური იყო. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად  2015 წელს,  თბილისში მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გადასახლდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა.

დატოვე კომენტარი