ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ქართულ მხარეს გერმანელ სამართალდამცველებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდართან დაკავშირებით, დაწვრილებითი ცნობები არ ვრცელდება. სამინისტროში ამბობენ, რომ დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, მას ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია. მკვლელობის იარაღი კი მდინარიდან ამოიღეს.

დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი