ზელენსკის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართა. ზელენსკის შეფასებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უფრო დეტალურად კი – განიხილეს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა, მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტირებისა და მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით.