„რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფიქრი კარგი ნიშანი და კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის რეალურად დასასრულებლად პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. „ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულს, ხანგრძლივს და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან, და უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.