ზელენსკის მოწოდება - პოლიტიკური შეფასებები

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. დღის ბოლოს ამავე მოწოდებას იმეორებს უკრაინელი მაღალჩინოსანი მიხაილო პოდოლიაკიც, რომელიც უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში მისაღებად მზად არის.

კიევიდან მიმართვებს არაერთგვაროვნად ხვდებიან თბილისში. სააკაშვილის პარტია ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ელოდება. ოპოზიციის ნაწილისთვის კი ზელენსკის მოწოდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გზავნილს საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან, რომელიც ზელენსკის თხოვნას საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის ჩავარდნილი გეგმის კონტექსტში განიხილავს და უკრაინის პრეზიდენტს კითხვებით მიმართავს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ლიდერებს ჯანმრთელობის თემის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებას ურჩევს და მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე 22 დეკემბერს იმსჯელებს.