ზელენსკის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით - გამოხმაურება

გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდში. „ქართულ ოცნება“ ზელენსკის მიერ გაკეთებულ გზავნილებს სამარცხვინოს უწოდებს. უმრავლესობის წევრების თქმით, საქართველო ყველა ინდიკატორით უსწრებს უკრაინას, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებს. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კი ზელენსკის თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არამარტო მისი შეხედულება, არამედ დასავლური სამყაროს აზრია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ევროპაში საქართველო უკვე დაკარგულია და ის რუსეთზეა დამოკიდებული.

გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.