ზელენსკის გადაწყვეტილება – კიევი თბილისში ელჩს აგზავნის

21:18, 27.01.2026

თითქმის ოთხი წლის შემდეგ უკრაინას საქართველოში ელჩი ისევ ეყოლება. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა მიხაილო ბროდოვიჩს ჩააბარეს, რომელსაც მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს – ბოლოს ის ელჩის პოზიციას სლოვენიაში იკავებდა. ახლა მთავარი კითხვაა, მოჰყვება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვა. ომის დაწყების შემდეგ გამწვავებული ურთიერთობის და ოფიციალური თბილისის მიმართ უკრაინის მაღალჩინოსნების მწვავე რიტორიკის გათვალისწინებით მოლოდინები არაერთგვაროვანია. მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და ამორალური პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით – ასე ახსნა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევა. თუმცა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს კიევში მუშაობა მაშინაც არ შეუჩერებია, როცა ქვეყნების დიდმა ნაწილმა ომის დაწყებიდან მალევე უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქიდან საკუთარი დიპლომატები გაიწვიეს. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, უკრაინის პირველი პირის ნაბიჯი ლოგიკური და მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელიც, უკრაინელი მაღალჩინოსნების მსგავსად, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას დღემდე მწვავედ აკრიტიკებს.

რა მისიით და გზავნილებით ჩამოდის ახალი ელჩი საქართველოში – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი