ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა. განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იქნება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბროდოვიჩი 1996 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის იყო უკრაინის კონსული სტამბოლში, გენერალური კონსული კრაკოვში, ხოლო 2015-2022 წლებში – უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში.