უკრაინის პრეზიდენტი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ლიდერი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისა და ამერიკული სამშვიდობო გეგმის შემდეგ „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ განიხილავს. მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.