ზეკარში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 200 მეხანძრე-მაშველი, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. მათივე ცნობით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.