ზეიმი სომხეთში

ერევნის ქუჩებში ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ზეიმი მოჰყვა. ღამით რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის დედაქალაქში გამოვიდა. აქციის მონაწილეები ჯო ბაიდენის განცხადებას მიესალმებიან, რომელშიც პრეზიდენტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას, გენოციდს უწოდებს.

„ამერიკის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება არის საერთაშორისო საზოგადოებისადმი აუცილებელი გზავნილი, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტს და საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებებს. ამ თვალსაზრისით, ეს არის შთამაგონებელი და იმედისმომცემი მაგალითი ყველასთვის, ვისაც სურს სამართლიანი და ტოლერანტული საერთაშორისო საზოგადოების შენება“,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.

მოამბე

დატოვე კომენტარი