ზაზა სარალიძის უნდობლობას ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ეკა ბესელიას უნდობლობას უცხადებს ზაზა სარალიძეზაზა სარალიძის უნდობლობას ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დეპუტატი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. “მოამბე” უმრავლესობის წარმომადგენელს ტელეფონით დაუკავშირდა. ეკა ბესელია კონკრეტული ფრაზის დასახელებას ითხოვს, რომელიც ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფად მიიღო და რაც უნდობლობის საფუძველი გახდა.