ზაზა სარალიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15:17, 15.11.2018

ზაზა სარალიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სარალიძემ და მისმა ადვოკატმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადეს. ის გამოკითხვაზე 3 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

საქმე ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარებს, რომელიც სოციალურ ქსელში მიიღო.

ზაზა სარალიძემ გამომძიებლებს ინფორმაცია მერიიდან მიღებულ წერილთან დაკავშირებითაც მიაწოდა.

მსგავსი