ზაზა სარალიძის გამოკითხვა პოლიციაში

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც სარალიძე აცხადებს, გუშინ პარლამენტის შენობასთან აქციაზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი მივიდა და შეკრებილებს უთხრა, რომ რამდენიმე პირის, მათ შორის სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიმართ, სამართალდამცველის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციელს მისთვის კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია. პოლიციაში გამოკითხვას სარალიძე ზეწოლას უკავშირბს.