ზაზა სარალიძის დაკავება

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა. მისივე ინფორმაციით, სარალიძეს სამინისტროს შენობაში დღეს არაფერი უჭამია, რამაც სისხლში შაქრის დონის მომატება გამოიწვია. ადვოკატის თქმით სარალიძესთან შეხვედრისას მისი დაცვის ქვეშმყოფი მძიმე მდგომარობაში იყო.

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.