ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კრისტინა პუშოუ შეხვდა

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ვაშინგტონიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტი, კრისტინა პუშოუ შეხვდა.

პუშოუმ მათ საკვები და პლედები მიუტანა. კონსულტანტმა შვილმოკლული მამებისგან მიიღო ინფორმაცია იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც სარალიძესა და მაჩალიკაშვილს ხელისუფლების მიმართ აქვთ.

პუშოუმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს სურვილი გაერკვეს იმ საქმეებში, რასაც შვილმოკლული მამები აპროტესტებენ. მისივე თქმით, ვაშინგტონში დაბრუნებისას ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდება და ამ თემაზე მათთან ისაუბრებს.