ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას აპირებს.

სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა. სარალიძესთან ერთად პროკურატურაში შევა სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავა.

მანამდე ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძეს შეხვედრაზე უარი უთხრა.