ზაზა სარალიძე შს მინისტრის გამოსვლას ესწრება

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას ესწრება ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვანის მამას არსებულ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა პირადად გიორგი გახარიასგან სურს. მას ასევე აინტერესებს, რა მიმართულებით დაუსვამენ შეკითხვებს მინისტრს დეპუტატები. ბზაზა სარალიძე ამბობს, რომ საქმის გამოძიების სიახლეებს ის ყოველ დღე ელოდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა საქმესთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა კი მას განსხვავებულ პასუხებს აძლევენ.