ზაზა სარალიძე დიპკორპუსს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა დიპლომატებს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრას, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.