ზაზა სარალიძე აქციებს აანონსებს

15:04, 03.09.2018

მასშტაბურ აქციებს აანონსებს 10 სექტემბრიდან ზაზა სარალიძე. მისი თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ის, რაზეც ცხრა თვეა საუბრობს. როგორც სარალიძე ამბობს, პროკურატურა ისევ ცდილობს მ.კ-ს დააფაროს ხელი და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ დამნაშავეს, რომლებიც მფარველობენ დავით სარალიძის მკვლელებს. მისივე თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო იმ დარღვევების გამოსავლენად, რა დარღვევებიც, სარალიძის განცხადებით, გამოძიებაში და სასამართლო პროცესებზე იყო.

მსგავსი