ზაზა ნადირაძის წარმატება

კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში ზაზა ნადირაძემ 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მან დისტანცია 39.421 წამში დაფარა. ნადირაძის გარდა, 40 წამზე ნაკლები დრო კიდევ ორ სპორტსმენს დასჭირდა. ლიეტუველი სპორტსმენის შედეგი 39.526 წამი იყო, ესპ ანელს კი 39.969 წამი დასჭირდა.