ზაზა ნადირაძის მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ზაზა ნადირაძის მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე.  პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსნებმა ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს.

კანოეში 200 მეტრიან დისტანციაზე პლანეტის საუკეთესოს ტიტულისთვის ზაზა ნადირაძე იბრძოდა. სამწუხაროდ, ფინიშის ხაზზე კანოე ამოუტრიალდა, თუმცა შედეგი მაინც დააფიქსირა და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

კაიაკით გაცურვაში ბადრი ყაველაშვილი ფინალური შეჯიბრზე მოხვდა, თუმცა მეცხრე ადგილზე გავიდა.