ზაზა ლებანიძე გარდაიცვალა

მსახიობი, რომელმაც კინოსა და თეატრში ათეულობით სახასიათო პერსონაჟი შექმნა, – ზაზა ლებანიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

განსაკუთრებული პოპულარობა ტელე-სპექტაკლში, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა ცხოვრების ბოლო წლებმდე გრძელდებოდა. ბოლოს სცენაზე ხუთი წლის წინ იდგა.