ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე

ელჩებთან შეხვედრამდე კი მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი საგანგებო შეხვედრა გიორგი გახარიამ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან გამართა. ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.