ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს. ოჯახი ინფორმაციას სახაზინო ადვოკატისგან ელოდება. დე ფაქტო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ, ოჯახს სახაზინო ადვოკატთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ყველა საერთაშორისო და სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, რომ დროულად მოხდეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება.