ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა

უკვე რვა თვე გავიდა და ზაზა გახელაძე ისევ ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება. ოჯახი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მოლოდინშია. ერგნეთში შეხვედრა ხუთ მარტს გაიმართება და ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ზაზა გახელაძის ახლობლებმა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელ ჯვარს“, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამანათის შეტანის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს. ოჯახმა წერილი და ამანათი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ბოლოს დეკემბრის თვეში გაგზავნა, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მისი შეტანა მხოლოდ თებერვალში მოხერხდა.

მოამბე