ზაზა გახელაძის სასამართლო  

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს, რა დროსაც ის ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.