ზაზა გახელაძის საქმე

ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ამერიკის ელჩს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ესაუბრნენ. მაღალი რანგის სტუმრებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ოჯახმა ასევე მიიღო პირობა, რომ საკითხს ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ.