ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი წითელი ჯვრისგან წერილს ელოდება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს დაკავებული მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში მოინახულეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაჭრეს.