ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმმა საპატიმრო ვადა გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს ორი თვით პატიმრობა გაუხანგრძლივა.  გადაწყვეტილება ე. წ. სასამართლომ გუშინ მიიღო. ინფორმაცია სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში უკვე დაადასტურეს. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა ექვსი თვის წინ დააკავეს, რა დროსაც ფეხში დაიჭრა.