ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. დაკავებული  „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა უნდა მოინახულონ, თუმცა კონკრეტულ დროს ორგანიზაციაში ვერ ასახელებენ. საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე ოთხი დღის წინ, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება. გატაცებულის ოჯახის წევრებს ნინო ფისაძე ესაუბრა და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.