ზაზა გაბუნია პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

2017 წლის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიეს. ამ პოზიციას ზაზა გაბუნია დაიკავებს. მას მხარი 80-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა, სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.