ზაზა დარასელის თასის გათამაშება

5 ნოემბერს, გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, მინი ფეხბურთში ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი იწყება.

ცნობილი ტელეჟურნალისტის და პროზაიკოსის ხსოვნის ტურნირი, წელს ოცდამეერთედ იმართება და მასში ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შარშანდელ გამარჯვებულთან – „საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდთან“ ერთად წელს ორი დებიუტანტიც იასპარეზებს. ფინალური მატჩი 9 ნოემბერს, 17 საათზე გაიმართება.

ტურნირი საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება.