ზაურ დარგალი ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მსგავსი შეხვედრების გარდა, კანდიდატი კარდაკარის პრინციპით მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. მისი განცხადებით, 2019-2020 წლებში განხორციელდება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რომლის დასრულების შემდგომ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მცხოვრები სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.