ზარალის ანაზღაურება

მგალობლიშვილის ქუჩაზე 3 ივნისს მაგისტრალური წყალსადენის ქსელის დაზიანების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი სრულად აუნაზღაურდა.

ჯი-ვი-პის“ შესაბამისმა სამსახურმა დეტალურად აღწერა და შეაფასა ზიანის მოცულობა და დაიწყო ანაზღაურება.

დღეისთვის კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის სრულად გადახდილია.