ზაქარია ფალიაშვილის „მესას“ პრეზენტაცია

თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა კათოლიკურ ეკლესიაში ზაქარია ფალიაშვილის „მესას“ ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

გამოცემა ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც იუნესკომ 2021 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. გამოცემა თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატებისა და საარქივო მასალების მიხედვით მომზადდა.