ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დაიწყო

თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის ხედვით, დერეფანმა აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და საბოლოოდ კი თურქეთს უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. თუმცა ზანგეზურის დერეფნის იმ ფორმით გახსნას, როგორც ეს ბაქოსა და ანკარაში სურთ, ერევანი ეწინააღმდეგება. სომხეთს საკუთარი მოთხოვნა და პირობები აქვს.