ზამთრის ტურისტული სეზონი
„პანორამა ფუნიკულიორი“, რომელიც ვიზიტორებს პანორამული ხედების ნახვის საშუალებას აძლევს, ბაკურიანში ზამთრის სეზონზე პირველად ამოქმედდა. ფუნიკულიორით ექსტრემალებს რთულ, ე.წ. შავ ტრასებზე მოხვედრაც შეუძლიათ. სამთო კურორტზე სეზონი დატვირთული და მრავალფეროვანია. ბაკურიანში სრულად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო არეალი. დიდველი, კოხტა და მიტარბი, სადაც ჩართულია საბაგიროები. კურორტი სრულად დაფარულია თანამედროვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემით. ამ შესაძლებლობის გამო ბაკურიანში სეზონი ოცი დეკემბრიდან გაიხსნა.
მარიამ ბერძენიშვილი და გიორგი პაჭიკაშვილი ბაკურიანიდან #მოამბე