ზამთრის თასის 2018 წლის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

ზამთრის თასის 2018 წლის გამარჯვებულები დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამოვლინდებიან.

14 წლამდე გუნდებს შორის ფინალური შეხვედრა 16:45 წუთზე საბურთალოსა და თბილისის დინამოს შორის გაიმართება. 19 საათზე კი ქართული კლუბების გადამწყვეტი შეხვედრა შედგება. საუკეთესოს ტიტულისთვის ლოკომოტივი და შევარდენი იბრძოლებენ. ზამთრის თასის ვარსკვლავური ფინალი კი 20 საათზე დაიწყება.

მთელი დღის განმავლობაში ოლიმპიურ სასახლეში ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები ითამაშებენ.

19 საათიდან ზამთრის თასის გათამაშების ორ ფინალურ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.