გამორჩეული ბუნება, იდეალური ამინდი, რამდენიმე სასრიალო ტრასა და დამსვენებლების კომფორტზე ორიენტირებული გარემო – გუდაურში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია, პოპულარული ზამთრის კურორტი გამორჩეული ადგილია ყველასთვის, ვისაც ექსტრემი იზიდავს ან უბრალოდ ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და დასვენება სურს. ადგილზე მრავლად იმყოფებიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტები, მათ შორის არიან ისინიც, ვინც წარსულში მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, გუდაურში დასვენება ტრადიციად აქცია.
რატომ ირჩევს ყოველს წელს სულ უფრო მეტი ადამიანი გუდაურს – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტი.