ზამთრის სესია სტრასბურგში

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ქვეყნის პირველი დიპლომატი დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.

27 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრი, საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. 30 იანვარს კი ვენაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის დამსწრეებს მიმართავს. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

ასევე, 28 იანვარს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს. თავის გამოსვლაში პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.