ზამთრის საკურორტო სეზონი მესტიაში

ტურისტების გაზრდილ რაოდენობას მასპინძლობენ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტები. ოფიციალური ინფორმაციით ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი წელსაც შენარჩუნებულია. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა მესტიის ზამთრის კურორტზე. თეთნულდი ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე სათხილამურო ტრასაა.